logo
ENG



გახარია შაქარაშვილის საქმეზე: მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია 

18 ივლ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 
8hrc9uql9hlcz0a.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში მედიის როლზე საუბრობს და ამბობს, რომ მედია მოვლენებს წინ არ უნდა უსწრებდეს. პრემიერი მიიჩნევს, რომ მედია მხოლოდ ვერსიებს ავრცელებს. 

უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტი დაინტერესდა გამოძიების პროფესიონალიზმით და აღნიშნულ კონტექსტში, აღნიშნა, რომ ხშირად მედია სხვადასხვა ვერსიებს გამოძიებაზე ადრე ავრცელებს. 

"მედია საერთოდ თუ რამეს წინ უსწრებს ეს ძალიან ცუდია. მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლება მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის და საზოგადოების მორალურ მდგომარეობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა